გამოფენა ქვევრის ღვინის დაყენების თემაზე
„მეღვინეობა ხარებას“ ტურისტულ კომპლექს „გვირაბში“ UNESCO-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა, რომელიც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას ასახავს.
ასევე, ნაჩვენები იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, მეღვინეობის თემაზე შექმნილი, დოკუმენტური ფილმების ფრაგმენტები, რომლებიც გასული საუკუნის 30-80-იან წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული.