საქართველოს ეროვნული არქივის გამოცემათა სერიის „მოგონებები, მემუარები, ჩანაწერების“ მეორე ტომი.
პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილის, მოგონებები 1909-1968 წლებს მოიცავს. მემუარების ავტორი საინტერესო ამბებს გვიყვება საქართველოს სამი პერიოდის - მეფის რუსეთის დროინდელი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა დროის - შესახებ.
წიგნი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო ნინო ბადაშვილმა.
ზომა: A5
გვერდების რაოდეობა: 215 გვ.
ყდა: რბილი გარეკანი, ტყავი.