ოქტომბერი 548
en

ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი) II ტომი

„ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის“ მეორე ტომი. გამოცემაში შესულია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მორიგი 100 ხელნაწერის აღწერილობა.

აღსანიშნავია, რომ აღწერილობების მეორე ტომში შესული ხელნაწერები სხვადასხვა დროს UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ანბანდიდი სახარება, ფსალმუნი და ნევმირებული საგალობლები - ძლისპირნი და ღვთისმშობლისანი.

ხელნაწერთა აღწერილობები შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, ლიკა აბრალავამ, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ და მანანა ჭუმბურიძემ.

ზომა: 23,5X16,5 სმ.

გვერდების რაოდენობა: 367 გვ.

ყდა: რბილი გარეკანი