აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის გამოუქვეყნებელი ნაშრომი – „აჭარისტანი“ ფართო საზოგადოებისათვის ამ გამოცემით გახდა ცნობილი.
კვლევის მანქანაზე ნაბეჭდი ასლი საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას პირად ფონდში, ინახება. ნაშრომის დედანი, ხელნაწერის სახით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმშია დაცული.
წიგნი გამოსაცემად მოამზადა და წინათქმა დაურთო ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა, ისტორიკოსმა ლევან ჯიქიამ.