აპრილი 548
en

„ხანუმას“ გადასაღები მოედანი – კვირის დოკუმენტი

მხატვრული ფილმი „ხანუმა“, გადასაღები მოედანი. 1926 წელი.

მარჯვნიდან მესამე დგას მსახიობი თამარ ბოლქვაძე, ქეთოს როლის შემსრულებელი.

1926 წელს „ხანუმა“ „სახკინმრეწვმა“ გადაიღო. სცენარის ავტორი და რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა, ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი, მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი და მიხეილ შავიშვილი. 

ეროვნულ არქივს 2015 წელს ფოტო საჩუქრად გადასცა ლევან მეხუზლამ.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.