ეროვნული არქივი „კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში აქვეყნებს ვანო სარაჯიშვილის სიმღერას „ჩემი ვარსკვლავი“, რომელიც სიმღერა „O sole mio“-ს ქართული ვარიანტია.
კომპოზიცია ჩაწერილია 1914 წელს და ეროვნულ არქივის აუდიოკოლექციაში დაცულია მაგნიტურ ფირზე.
სიმღერის მოსმენა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ბმულზე https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/o-sole-mio-1912-15.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.