დეკემბერი 548
en

თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენა ეროვნულ არქივში

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა საქართველოს სახალხო არტისტის, ,,სუხიშვილების“ ანსამბლის ყოფილი წამყვანი სოლისტის, თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენა „სუხიშვილები“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თენგიზ უთმელიძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ფოტომატიანე, რომელიც ასახავს ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის XX საუკუნის 60-იან-70-იან წლების შემოქმედებას.

ფოტომატიანე აცოცხლებს ანსამბლის საგასტროლო ცხოვრებას, მოცეკვავეთა შეხვედრებს მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებთან, იმ ყველაზე წარმატებულ პერიოდს, რასაც ანსამბლის დამაარსებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი ,,ოქროს ხანას“ უწოდებდა.

აღსანიშნავია, რომ თენგიზ უთმელიძე საქართველოს ეროვნულ არქივს საკუთარი კოლექციის ელექტრონულ ვერსიას გადასცემს და გასული საუკუნის 60-70-იანი წლებში სახელმწიფო ანსამბლის კონცერტების ვიზუალური მასალა კიდევ უფრო გაამდიდრებს ეროვნული არქივის მრავალფეროვან ფოტოკოლექციას.

ფოტოგამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და 19 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.