ოქტომბერი 548
en

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ცნობილი ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის ქალიშვილმა ქეთევან აბულაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ფილმ „ვედრების“ კინოპოზიტივი და სამი ფილმის - „მონანიების“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონისა“ და „ნატვრის ხის“ ორიგინალი მაგნიტური და ოპტიკური ფონოგრამები გადასცა.  

ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში კინოდოკუმენტების 35 000-ზე მეტი შესანახი ერთეულია. მათ საცავებში დაცულია კინოფირების შენახვის საერთაშორისო ნორმები, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. 

აღსანიშნავია, რომ თენგიზ აბულაძის ოჯახიდან ეროვნულ არქივში წინა წლებში შემოსულია „მონანიებისა“ და „ნატვრის ხის“ კინოფირები.