საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ტერიტორიული სამსახურების თელავის ოფისები ერთ შენობაში – თელავის იუსტიციის სახლში განთავსდა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის მომსახურებას თელაველები დღეიდან ერთ შენობაში მიიღებენ.
ახალგარემონტებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოფისის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი, ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სერგო წიქარიშვილი, და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
"თელავის იუსტიციის სახლში განთავსდა საჯარო, სამოქალაქო რეესტრებისა და ეროვნული არქივის ოფისები. მოქალაქეებს საშუალება მიეცათ "ერთი ფანჯრის" პრინციპით, ერთსა და იმავე შენობაში მიიღონ ყველა ის დოკუმენტი, რასაც აღნიშნული უწყებები გასცემენ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ.
თელავის იუსტიციის სახლის რეკონსტრუქციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა მომსახურების დახვეწაზე. საჯარო რეესტრის სააგენტოს, ისევე, როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თელავის ოფისებში გაიმიჯნა ე.წ. წინა და უკანა ოფისები. სამსახურები აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარით, ინტრანეტით და ინტერნეტით.
აღსანიშნავია, რომ თელავის არქივში დაცულია ბოლო ერთი საუკუნის 172 077 შესანახი ერთეული, ამავე არქივშია თელავის ისტორიის ამსახველი 865 ფოტო.