ოქტომბერი 548
en

„თელავი - ისტორია და თანამედროვეობა“ - ეროვნული არქივისა და თელავის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროექტი „თელავი - ისტორია და თანამედროვეობა“ დაიწყო.  

ამ თემაზე მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და თელავის უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა.

პროექტის მიზანია ქალაქ თელავის მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველი ოცწლეულის ისტორიის, მისი განვითარების ეტაპებისა და ტენდენციების შესწავლა. ამასთან, იგეგმება დამუშავებული და გაანალიზებული მასალის აკადემიური გამოცემა, ეროვნულ არქივში დაცული შესაბამისი ფოტოებისა და სხვა დოკუმენტური მასალების გამოყენებით.

თელავის ისტორიის ამ მასშტაბის კვლევა პირველად ტარდება. მისი მიზანია სანდო, უტყუარ საარქივო პირველწყაროებზე დაყრდნობით ქალაქის ისტორიული წარსულის გაშუქება.