ივნისი 548
en

თბილისის N199 სკოლა ეროვნული არქივის საგანამანათლებლო პროექტის გამარჯვებულია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროექტსაქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ 2026 წლის გამარჯვებული თბილისის N199 სკოლის გუნდი გახდა. მეორე საპრიზო ადგილი თბილისის რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა დაიკავეს, მესამე ადგილზე კი ხონის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები გავიდნენ

პროექტის ფინალური თამაში დღეს სასტუმრობილტმორ თბილისშიგაიმართა და მასში 54 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.  

გამარჯვებულები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მერაბ ტურავამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დააჯილდოვეს

პირველ საპრიზო ადგილზე გასული სკოლის მოსწავლეები ლეპტოპებით, მეორე ადგილზე გასულები - პლანშეტებითხოლო მესამე პრიზიორები - მობილური ტელეფონებით დასაჩუქრდნენ

ფინალურ ეტაპში მონაწილეობისათვის სპეციალური პრიზი გადაეცათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის გუნდებს. მათ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელმა მანანა შეყილაძემ ისტორიული რუკების კომპლექტი და ძველი ქართული მონეტების ამსახველი ტაბულები გადასცა

საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა

2026 წელს პროექტში 204 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VIII – XI კლასების 1000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.