საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეროვნულ არქივსა და სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე, 1870-1920 წლებში საქართველოში ძმები ნობელების მოღვაწეობის ამსახველი მასალების შესწავლასა და გამოქვეყნებაზე.
„შევთანხმდით, რომ მომავალში საქართველოს ეროვნულ არქივსა და სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ გიორგი ვაშაძემ.
მე-19- მე-20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში ძმები ნობელებისა და შვედური კომპანიების მოღვაწეობის ისტორიის შესასწავლად საქართველოში ჩამოსულ შვედეთის დელეგაციას სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრის თავმჯდომარე ალექსანდერ ჰიუსბაის ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ნობელის ოჯახის საზოგადოების ხელმძღვანელი თომას ტიდენი, ბიზნესის ისტორიის ცენტრის კვლევის ჯგუფის უფროსი პერ დალი, პროგრამის მენეჯერი ჰანს გუსტაფსონი და ბიზნესის ისტორიის ცენტრის არქივისტი ვადიმ აზბელი.