საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია 19 მაისს უკრაინაში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპა-აზიის რეგიონული ორგანიზაციის დაგეგმილ ევრაზიის მე-11 რეგიონულ კონფერენციაში.
დელეგაციას ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგიტა ჭეჟია ხელმძღვანელობს.
21 მაისს, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინის არქივებს შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის უწყებების თანამშრომლობას საარქივო დოკუმენტების ერთობლივი პუბლიკაციების, ერთობლივი გამოფენების მოწყობის, პროფესიული და სამეცნიერო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებებით.
კონფერენციის თემებია: საერთო საარქივო მემკვიდრეობა და ეროვნული საარქივო ფონდები; ელექტრონული დოკუმენტბრუნვა და ელექტრონული არქივები და სხვ.
კონფერენცია 23 მაისს დასრულდება.