დეკემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივი კაუნასის არქივის დელეგაციას უმასპინძლებს

ლიტვის ქალაქ კაუნასის არქივის დელეგაცია, არქივის დირექტორი გინტარას დრუკუსის ხელმძღვანელობით, 25 ივნისს საქართველოს ეროვნულ არქივს ერთკვირიანი ვიტიზით ეწვევა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კაუნასის არქივის მთავარი სპეციალისტი რიმა მიკსენიენე და ადმინისტრაციისა და ელექტრონული დოკუმენტების დეპარტამენტის მენეჯერი კრისტინა სტანისაუსკე.

25 ივნისს, 15:00 საათზე ლიტველ კოლეგებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი მიიღებს.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნულ არქივსა და კაუნასის სახელმწიფო არქივს შორის ურთიერთობების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ასევე, ორი ქვეყნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტების ციფრული ასლების გაცვლა.

კაუნასის არქივის წარმომადგენლები დაათვალიერებენ უახლესი, საისტორიო და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივებში ლიტვასთან დაკავშირებით დაცულ მასალებს, გაეცნობიან დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტის მიმდინარეობასა და  რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობას.

ვიზიტი 2 ივლისს დასრულდება.