სექტემბერი 548₾
en

სამინისტროების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სხვადასხვა სამინისტროს არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთა სემინარი დასრულდა და მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. 
სპეციალურ სწავლებაში მონაწილეობდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს,  სასჯელაღსრულებისა, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს 25 თანამშრომელი. 
ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ არქივების მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს; დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესებს, მათ შორისაა: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; არქივების დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; არქივის დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი. 
აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს პერმანენტულად ატარებს.