იანვარი 595
en

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე.

მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს, ღონისძიება კი 9-13 მარტს გაიმართება. 

სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება, გაეცნოს საქმისწარმოების და საარქივო საქმის ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 

სასწავლო კურსებზე რეგიტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/erovnuli-arkivi-atskhadebs-mighebas-sakmistsarmoebisa-da-saarkivo-sakmis-sastsavlo-kursze