დეკემბერი 548
en

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დაცული კინოდოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიღება ამიერიდან ონლაინკატალოგიდან იქნება შესაძლებელი.

პროექტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის კინოთეატრში კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ გამართა. ღონისძიებას კინოინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ვებპროგრამაში შეტანილია ინფორმაცია მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების, კინოჟურნალებისა და ქრონიკალური კადრების შესახებ. მასში ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია რეჟისორის, ოპერატორის, მსახიობების, გადაღების წლის, თემის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. კინოკატალოგში ამ დროისათვის შეტანილია ინფორმაცია 500-ზე მეტი ფილმის შესახებ.  

ვებპროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://filmcatalog.ge.