აპრილი 548
en

საქართველოს ეროვნულმა არქივმა EURBICA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

2022-2023 წლების ანგარიში, სამომავლო გეგმები და ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა არჩევნების საკითხები განიხილეს არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA) გენერალური ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე, რომელშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი მონაწილეობდა. 

ღონისძიება არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში, აბუ-დაბიში, არქივების საერთაშორისო საბჭოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. 

1948 წელს დაარსებულ არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) საქართველოს ეროვნული არქივი 1996 წელს შეუერთდა, მოგვიანებით კი ამ ორგანიზაციის ევროპული წარმომადგენლობის (EURBICA) წევრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ აბუ დაბიში 10 ოქტომბერს გაიხსნება არქივების საერთაშორისო საბჭოს საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია მონაწილეობს.

არქივების საერთაშორისო საბჭოს 2023 წლის კონგრესი მოიცავს სემინარებს, ლექციებს და სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც მიზნად ისახავს არქივისტებს შორის ცოდნის, გამოცდილების და მეთოდოლოგიების გაზიარებას.