საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ ხვალ, 24 სექტემბერს, ონლაინფორმატში გაიხსნება.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან: არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) თავმჯდომარე დევიდ ფრიკერი; არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA) თავმჯდომარე, მალტის არქივის დირექტორი ჩარლზ ფარუჯა; ფინეთის ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი ჯუსი ნოურტევა; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე; ფილოლოფიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი; ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი ვასილ კაჭარავა.
საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებას 180-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი წაიკითხავს. მონაწილეთა შორის, საქართველოს გარდა, არიან გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ფინეთის, იაპონიის, პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული არქივის დაარსების 100 წლისა და მეფე ერეკლე II-ის დაბადების 300 წლის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.
ღონისძიება მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: არქივმთცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნება, ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი; საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; მეფე ერეკელე II.
კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.
დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფერენციის მიმდინარეობას ლაივრეჟიმში, ეროვნული არქივის facebook-ის ოფიციალურ გვერდსა და ZOOM-ის პლატფორმაზე, ადევნონ თვალი.
იხილეთ კონფერენციის პროგრამა
ტექნიკური ინფორმაცია:
ZOOM-ის პლატფორმაზე დაგეგმილი ონლაინკონფერენცია გაიმართება 24 და 25 სექტემბერს და დაყოფილია დღეში 4 პარალელურ სესიად. შესვენებისას - 24 სექტემბერს 14:10-დან 14:50-მდე და 25 სექტემბერს 13:10-დან 13:50-მდე კონფერენციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ იხილონ ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური კინოდოკუმენტები.
ღონისძიებაზე დასასწრებად გამოიყენეთ ბმულები:
24 სექტემბერი:
გახსნის ღონისძიება 09:00 – 09:30
https://us02web.zoom.us/j/84159166844
Meeting ID: 841 5916 6844
პირველი სესია (09:35 – 18:10)
https://us02web.zoom.us/j/84159166844
Meeting ID: 841 5916 6844
მეორე სესია 09:35 – 18:10
https://us02web.zoom.us/j/85866497010
Meeting ID: 858 6649 7010
მესამე სესია 09:35 – 18:10
https://us02web.zoom.us/j/88628665352
Meeting ID: 886 2866 5352
მეოთხე სესია 09:35 – 18:35
https://us02web.zoom.us/j/86966793791
Meeting ID: 869 6679 3791
25 სექტემბერი
პირველი სესია 09:00 – 17:35
https://us02web.zoom.us/j/88213284777
Meeting ID: 882 1328 4777
მეორე სესია 09:00 – 18:00
https://us02web.zoom.us/j/81818075357
Meeting ID: 818 1807 5357
მესამე სესია 09:00 – 18:50
https://us02web.zoom.us/j/83273949594
Meeting ID: 832 7394 9594
მეოთხე სესია 09:00 – 19:15
https://us02web.zoom.us/j/81136621655
Meeting ID: 811 3662 1655.