ოქტომბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე. კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმესთან  დაკავშირებულ სფეროებში და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან დაკავებული აქვს მენეჯერის პოზიცია ნებისმიერ სფეროში და როგორც ხელმძღვანელს, აინტერესებს  უფრო ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი.

კურსის მიზანია საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/stsavleba