საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს შემეცნებით-საგანმანათლებლო
მონაწილე 20 სკოლიდან ვიქტორინის მეოთხედფინალში გადავიდა რვა სკოლა:
1. „ΝΚ“
2. 130-ე სკოლა
3. მე-5 სკოლა
4. „კანდიდი“
5. 108-ე სკოლა
6. „პოლიგლოტი“
7. 146-ე სკოლა
8. 99-ე სკოლა
პროექტის გამარჯვებულები ხვალ, 25 მაისს გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მოთამაშე. მათთან ერთად, ეროვნული არქივის მიერ დაწესებულ სხვადასხვა პრიზსა და სიგელს მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებიც მიიღებენ. მონაწილის სერტიფიკატი ყველა სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა.
შემეცნებით-საგანმანათლებლო
პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი და 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას შეეხება. არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი აღნიშნული თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესებას და მათთვის საარქივო მასალის გაცნობას ემსახურება.