სექტემბერი 548
en

საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე კინოს ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა პანელური დისკუსია გამართეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალუს ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე „კინო, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული იდენტობა და სოციალური კონტექსტი“.

პანელური დისკუსია წლევანდელი კინოფესტივალის სიახლეა და ის მიზნად ისახავს ფესტივალში მონაწილე ქვეყნების კინოინსტიტუციების წარმომადგენლთა შორის კინოარქივების მნიშვნელობასა და ამ სფეროში არსებული გამოწვევებზე მსჯელობას, გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარებას. 

პანელურ დისკუსიას ჩეხეთის ეროვნული კინოარქივის დირექტორი მიხალ ბრეგანტი ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობდნენ: მალტის ეროვნული არქივის დირექტორი ჩარლზ ფარუჯა, პორტუგალიის კინოთეკის წარმომადგენელი რუი მაჩადო, აშშ-ის ეროვნული არქივის წარმომადგენელი ჰეიდი ჰოლმსტრომი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნინო ქავთარაძე და საქართველოს  ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე.