ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია საარჩევნო სია „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“: 1. პაოლო იაშვილი, 2. იაკობ ნიკოლაძე, 3. პავლე ინგოროყვა, 4. ტიციან ტაბიძე, 5. ვლადიმერ გუდიაშვილი, 6. ალექსი არსენიშვილი.
ქართველ მწერალთა და მხატვართა ჯგუფი ამ სიით მონაწილეობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის არჩევნებში. ხელნაწერ სიას ახლავს კანდიდატთა თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.