ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში მიმდინარეობს რუკების რესტავრაცია, რომელიც პროექტი „ელექტრონული კარტოგრაფიის“ ნაწილია.
მიმდინარე წელს რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდა 50-მდე რუკას.
საქართველოს ეროვნულ არქივში სხვადასხვა პერიოდის, მნიშვნელობის, შინაარსისა და ზომის ათასობით რუკა და გეგმაა დაცული, რომლებიც XVIII-XX საუკუნეებს მოიცავს. პროექტი „ელექტრონული კარტოგრაფია“ ითვალისწინებს ამ უნიკალური კარტოგრაფიული მასალის გამოვლენას, დიგიტალიზაციასა და სამომავლოდ მონაცემთა ბაზასა და კატალოგში განსათავსებლად მომზადებას.
ამ დროისათვის ინტერნეტსივრცეში უკვე გამოქვეყნებულია კავკასიის 50-მდე რუკა, რომლებიც საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევს.