საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები მაია ბარათაშვილი და ვერა ქიქოძე დღეს რესტავრატორთა საერთაშორისო კონფერენციის დასკვნით სესიაზე მოხსნებით წარსდგნენ.
მოხსენებების თემა იყო: „პერგამენტის წინასარესტავრაციო კვლევა და აღდგენა“ და „ლუქისა და ცვილის ბეჭდების რესტავრაცია“. კონფერენციის მონაწილეებს ეროვნული არქივის თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ლაბორატორიაში ამ საკითხებზე არსებულ მდიდარ გამოცდილებაზე და სიახლეებზე რესტავრაციის სფეროში.
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით რესტავრატორთა საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 17 აპრილს დაიწყო და დღეს დაიხურა. ღონისძიებაში ქართველ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდნენ თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის და სომხეთის წამყვანი რესტავრატორები.
რესტავრატორთა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად ჩატარდა და მიზნად ისახავდა საქართველოში ახალი სარესტავრაციო ტექნოლოგიების დანერგვას, დარგის განვითარებაში მიღწეული უახლესი შედეგების პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ რესტავრატორთა შორის გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენციის მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.