საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოწვევით, არქივის კინოდარბაზში, დღეს ლექცია წაიკითხა აკადემიკოსმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა; საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ვინკელმანის საერთაშორისო საზოგადოების წევრმა რისმაგ გორდეზიანმა.
ლექციის თემა იყო: „ძველი ბერძნული თეატრი“.
საჯარო ლექციები ეროვნული არქივის კინოდარბაზში თვეში ერთხელ იმართება. დასწრება თავისუფალია.