ოქტომბერი 548
en

რეკლამა მე-19 საუკუნის ქართულ პრესაში

ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში დაცული მდიდარი პერიოდული გამოცემების გაცნობისას ცხადი ხდება, რომ მე-19 საუკუნის ქართულ პრესაში რეკლამას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. სხვადასხვა გაზეთის თითქმის ყველა ნომერი სარეკლამო შინაარსის განცხადებებს შეიცავს. 
1860-იანი წლების გაზეთებში უხვად არის წარმოდგენილი სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების შესახებ. ბეჭდურ რეკლამებს მოგვიანებით დაერთო გრაფიკული რეკლამებიც, რომელიც მომხმარებლის თვალს იზიდავდა და პროდუქციას უფრო პოპულარულს ხდიდა. 
სარეკლამო განცხადებების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დამზადებულ თუ იმ იმპორტირებულ საკონდიტრო, სამეურნეო საქონელს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეეხებოდა. რეკლამა დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სასწავლო კურსზე იწვევდა. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული წარმოების სხვადასხვა სასმელის რეკლამებს,  ინფორმაციებს სხვადასხვა ჰიგიენური საშუალების შესახებ. 
განსაკუთრებით საინტერესოა ის ბიბლიოგრაფიული ცნობები, რომლებიც გვაძლევს ინფორმაციას იმ წიგნებსა თუ ჟურნალ-გაზეთებზე, რომლებიც ამ პერიოდში იბეჭდებოდა და იყიდებოდა საქართველოში. საყურადღებოა ასევე თეატრალური აფიშები, რომელიც მაყურებელს სპექტაკლების სანახავად იწვევდა.