აპრილი 548
en

რეჟისორმა მერაბ გაგუამ თავისი კინოარქივი ეროვნულ არქივს გადასცა

კინოდოკუმენტალისტ მერაბ გაგუას გადაღებული დოკუმენტური ფილმები იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნება დაცული. 
რეჟისორმა ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს დოკუმენტური ფილმების ორიგინალ ფირებს დღეს პირადად გადასცა. 
„მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება კინოარქივის დაკომპლექტდება ახალი დოკუმენტებით. ჩვენ დავამუშავებთ და აღვრიცხავთ კინოფირებს, შემდეგში კი მკვევართა დარბაზის მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის“, - აღნიშნა თეონა იაშვილმა. 
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დოკუმენტური ფილმების მდიდარ კოლექციას შეემატება მერაბ გაგუას მიერ 1960-1990-იან წლებში გადაღებული:  მოკლემეტრაჟიანი ფილმები - „ქართული კოსტუმი“ (1968), „მწყემსი“ (1975), „ქართული მონეტები“ (1973), „ადამიანი და მთები“ (1985); სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „კეთილი იმედის ქვეყანა“ (1990),  რომელიც მოგვითხრობს ბრაზილიის ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ და რელიგიურ ცხოვრებაზე.