საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა საკრებულოს ფონდი, რომლის შესახებ ინფორმაცია ფონდების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.
ქუთაისში თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო 1852 წლის პირველ აგვისტოს გაიხსნა. საკრებულო იყო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებულება (თუმცა არჩევითი), რომლის მუშაობას კონტროლს უწევდა ადგილზე სამხედრო გუბერნატორი, საერთოდ კი შინაგან საქმეთა მინისტრი. საკრებულომ 1918 წლის ბოლომდე იარსება.
თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს ძირითადი საქმიანობა საგუბერნიო და სამაზრო წინამძღოლების (მარშლების) არჩევით და თავად-აზნაურების წოდებრივი დოკუმენტების განხილვით შემოიფარგლებოდა. ქუთაისის ცენტრალურ არქივის ამ ფონდში დაცულ 8000-მდე საქმეში უშუალოდ თავადაზნაურთა საკრებულოს მუშაობის არაერთ საინტერესო დოკუმენტთან ერთად დაცულია მასალები თავადაზნაურობის ბრძოლაზე ქართული ენის დაცვისათვის, განათლების მშობლიურ ენაზე მიღებისათვის, საეკლესიო სიწმინდების დაცვისათვის, გუბერნიის მარშლების დავებზე იმპერიის უმაღლეს მოხელეებთან, ამასთანავე იმერეთის მეფეთა 125 სიგელი - როგორც დედნები, ისე ასლები, გამოჩენილ პიროვნებათა 550-ზე მეტი ნამსახურეობის სია, დასავლეთ საქართველოში XVIII საუკუნეში მოღვაწე მღვდელმთავართა 20-ზე მეტი წყალობის სიგელი, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და დიდთავადთა 700-ზე მეტი წყალობის სიგელი - როგორც დედნები, ისე ასლები, ცალკეული საგვარეულო - საოჯახო 1000-ზე მეტი გენეალოგიური ხე.
ფონდის სიმდიდრეა ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლების ნამსახურების საქმეები (მარშლებიდან 4 გენერალი იყო, 2 კი ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი - სამოქალაქო გენერალი). მათ შორის არიან: დიმიტრი ყიფიანი, დავით ნიჟარაძე, სიმონ წერეთელი და სხვ.
აღნიშნული ფონდის, ისევე, როგორც ეროვნული საარქივო ფონდის სხვა დოკუმენტების გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.