ოქტომბერი 548
en

“ნუ გაათხოვებთ მცირეწლოვან ქალებს“ - პლაკატი

მიმდინარე კვირის დოკუმენტია პლაკატი, რომელიც დაიბეჭდა 1928 წელს საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული ქალთა ყოფა-ცხოვრების გამაუმჯობესებელი კომისიის მიერ.

კომისია საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის  1922 წლის  30 ოქტომბრის  დადგენილებით დაარსდა. მის დანიშნულებას წარმოადგენდა ქალთა ყოფა-ცხოვრებისა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დედებისა და ბავშვების დაცვა,  მარტოხელა ქალებისათვის თავშესაფრის მოწყობა, ქალებისათვის განათლების მიღებაში ხელშეწყობა და სხვა.  კომისია  ბეჭდავდა პლაკატებს, რომლებიც ასახავდა და ეხმაურებოდა ქალთა იმდროინდელ ყოფას.

აღნიშნული პლაკატი გამოყენებულია ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის  ცენტრალური არქივის თანამშრომლის, ელენე გელაშვილის, მოხსენებაში „ქალთა ყოფა-ცხოვრების გამაუმჯობესებელი კომისია საქართველოში XX საუკუნის 20-იან წლებში“ (ეროვნული არქივი, საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, სიძველეთმცოდნეობა – ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“). 

"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.