ივნისი 548
en

მწერალთა სახლში ივანე მაჩაბლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

დღეს საქართველოს მწერალთა სახლში ქართველი მწერლისა და მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის, დაბადებიდან 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ივანე მაჩაბლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალა ეროვნული არქივის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებიდან. მათ შორისაა: ივანე მაჩაბლის დაბადებისა და ქორწინების ჩანაწერები, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მოღვაწეობის დოკუმენტები, ასევე ფოტოები და პირადი წიგნები. 

გამოფენა 3 დღეს გაგრძელდება.