მარტი 548
en

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის რჩეული წერილები ეროვნულ არქივში შეინახება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და „საქართველოს ფოსტას“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიცმსოფლ საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე მოსწავლეების 50-მდე რჩეული წერილი შესანახად ეროვნულ არქივს გადაეცემა.

კონკურსისაქართველოს ფოსტისორგანიზებით ჩატარდა და საკონკურსო თემა გახლდათ – მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნებამსოფლიო საფოსტო კავშირშიდა ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, “მსოფლიო საფოსტო კავშირისსაერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის  დაჯილდოვების ცერემონია  გაიმართება 2021 წლის  9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს,  მსოფლიო საფოსტო კავშირისშტაბ-ბინაში (ბერნი - შვეიცარია).

ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.