მერაბ კოსტავას ხელნაწერების საფუძველზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივშია დაცული, კალიგრაფმა დავით მაისურაძემ ხელნაწერი შრიფტი შექმნა.
პროექტი, რომლის ავტორია კომპანია „ჯეპრა“, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაბადებიდან 82 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - ეძღვნება.
შრიფტის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/1neEr1u.
მერაბ კოსტავას ხელნაწერები მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივს რუსუდან ბერიძემ 2019 წელს გადასცა. მერაბ კოსტავას მეუღლის თანხმობით შრიფტის მოხაზულობა ქართველი დისიდენტის, პოლიტიკოსისა და პოეტის ლექსების ხელნაწერიდან არის აღებული.