სექტემბერი 595
en

მემორანდუმი ბოსნია და ჰერცოგოვინასა და საქართველოს არქივებს შორის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეს დოკუმენტზე ხელი მოაწერეს: ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივის ხელმძღვანელმა ადამირ ჯერკოვიჩმა.

„მემორამდუმის ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში გაიმართება ბოსნია-ჰერცოგოვინაში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების ამსახველი გამოფენა, რომელიც აქამდე უკვე 55 ქვეყანაში იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა თეონა იაშვილმა.

ადამირ ჯერკოვიჩი: „მოხარულები ვართ, რომ დაიწყო ორი ქვეყნის არქივებს შორის თანამშრომლობა და იმედი გვაქვს, სამომავლოდ არაერთ ერთობლივ პროექტს განვახორციელებთ“.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საარქივო სფეროში პროფესიული გამოცდილების გაზიარებას; ორი ქვეყნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტების ციფრული ასლების გაცვლას; სამეცნიერო და პროფესიული შეხვედრების ორგანიზებას; ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციის არქივის დელეგაცია, რომელსაც დირექტორი ადამირ ჯერკოვიჩი ხელმძღვანელობს, თბილისს 24 სექტემბერს ეწვია სამდღიანი ვიზიტით ეწვია.