მარტი 548
en

მედეა ჯაფარიძე - 100 – ეროვნული არქივის საიუბილეო ონლაინგამოფენა

თეატრისა და კინოს მსახიობ მედეა ჯაფარიძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური გამოფენა მოამზადა.

 

ეროვნულ არქივში დაცული ფონდებიდან ინტერნეტსივრცეში მედეა ჯაფარიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი  კინომასალა, ფოტოები, წერილობითი დოკუმენტები და ავტოგრაფები გამოქვეყნდა. 

ექსპონატებს შორისაა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში, ასევე, მხატვრულ ფილმებში მსახიობის მიერ შესრულებული როლების ფოტოები, კინოსიუჟეტი „ქეთო და კოტეს“ გადასაღები მოედნიდან, ნაწყვეტი თეატრალური სპექტაკლიდან „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“, მისი ავტობიოგრაფია და სხვა. 

გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/medea-jafaridze-1.