მცხეთისა და სვეტიცხოვლის ერთ-ერთი უძველესი ფოტო. გადაღებულია 1858 წლის აგვისტოში. ფოტოგრაფი: ალექსანდრე ივანიცკი.
ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, ალექსანდრე ივანიცკის 5-სურათიან ფოტოალბომში, რომელშიც დანარჩენი სურათები ძველ თბილისს ასახავს.
ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.