საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დღეს გამოფენა „ლიტვა და საქართველო ისტორიულ წყაროებში“ გაიხსნა.
ლიტვა-საქართველოს ურთიერთობების ამსახველი გამოფენის გახსნისას მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა, ლიტვის სახელმწიფო ცენტრალური არქივის დირექტორმა რამოიუს კრაუელისმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საარქივო დოკუმენტები, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კაუნასის რეგიონულ არქივში, ლიტვის სახელმწიფო საისტორიო არქივში, კაუნასის რეგიონის საჯარო ბიბლიოთეკასა და მაირონის სახელობის ლიტვის ლიტერატურის მუზეუმში. დოკუმენტებს შორისაა: საქართველოს, ლიტვისა და ევროპის რუკები; კირიონ მეორის ფონდში დაცული წერილები, პაჟაისლისის მონასტერთან დაკავშირებული ცნობები; ინფორმაცია ლიტველი ინტელიგენციის მიერ ლიტვის ავტონომიის მოთხოვნის შესახებ; ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ამსახველი მასალა (1920-1930); ლიტვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტის, ალგირდას ბრაზაუსკასის, საქართველოში ვიზიტის ფოტოქრონიკა (1996 წ.) და სხვ.
გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.