მარტი 548
en

ლაშა-გიორგის ავტოგრაფი - კვირის დოკუმენტი

დღეს  საქართველოს ეროვნულმა არქივმა  „კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში გამოაქვეყნა  მეფე გიორგი IV-ის/ლაშა-გიორგის ავტოგრაფით - „ქ. მტკიცეა ნებითა ღმრთისაითა!“- დამოწმებული  ისტორიული საბუთი.

შიომღვიმის კუთვნილ სოფელ აგარის გამოსაღებისაგან გათავისუფლების შესახებ მეფის ბრძანება 1121/1122 წლებით თარიღდება.

ჩვენამდე მოღწეულია ეტრატზე დაწერილი დოკუმენტის ფრაგმენტი - დედნის ძირითადი ნაწილი დაკარგულია, შემორჩენილია მხოლოდ მეორე კეფი. დაწერილია კალიგრაფიული მხედრულით, მდივან-მწიგნობარ მიქაელ კატარაწისძის მიერ.

დოკუმენტი განთავსდა როგორც ეროვნული არქივის ვებგვერდზე - http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ისე არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტის“ მიზანია, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა.