აპრილი 548
en

კვირის დოკუმენტი - ლადო გუდიაშვილის ესკიზები

ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი - ლადო გუდიაშვილის ნაკლებადცნობილი ესკიზები ერეკლე ჯაბადარის ოპერისათვის „გულნარა“. მუყაო, აკვარელი. 1924 წელი, პარიზი. 

ერეკლე ჯაბადარმა ოპერის ლიბრეტოდ გამოიყენა ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელეონორა“. „გულნარა“ 1924 წელს ოპერა „გრანდ-ოპერის“ რეპერტუარში შეიტანეს; დადგმა არ განხორციელებულა, თუმცა  ნაწყვეტები ოპერიდან  რამდენჯერმე  შესრულდა.

ერეკლე ჯაბადარის პირადი საარქივო ფონდიდან.

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.