ოქტომბერი 548
en

კვირის დოკუმენტი - ლადო ასათიანი დაბადების ჩანაწერი

14 იანვარი ლადო ასათიანის დაბადების დღეა. ეროვნული არქივი პროექტ „კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში წარმოგიდგენთ პოეტის დაბადების ჩანაწერს ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზის ეკლესიის მეტრიკული წიგნიდან (1917 წელი, 14 იანვარი).

ჩანაწერის მიხედვით: ახალშობილის სახელია ვლადიმერი. მშობლები - თავადი მელქისედეკ გუჯუს ძე ასათიანი და „სჯულიერი ცოლი მისი“ ლიდა ბართლომეს ასული. ნათლიები - მოქალაქე სერგო ტოტიას ძე მახარაძე და თავად ნიკოლოზ ჩიქოვანის მეუღლე, ქრისტინე კაციას ასული. მონათლა მღვდელმა გიორგი მაისურაძემ და მედავითნე პარმენ ლომიძემ.