აპრილი 548
en

კვირის დოკუმენტი - „აურზაური სალხინეთში“ გადაღების პროცესი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია მხატვრული ფილმის  - „აურზაური სალხინეთში“ გადაღების პროცესი. 1975 წელი.

კადრში ჩანან: სოფიკო ჭიაურელი (თამრო), ნადეჟდა ხარაძე (მაკრო), კახი კავსაძე (საშიკო), ნინო ანანიაშვილი (საშიკოს შვილი).

ფილმ-მიუზიკლის რეჟისორია ლანა ღოღობერიძე, სცენარის ავტორი - ზაირა არსენიშვილი, კომპოზიტორი - ნოდარ გაბუნია, ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი.

ფოტოს ავტორი: ლ. სილკინი.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti,  ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.