ოქტომბერი 548
en

კონსტანტინე ზანისის ფოტოკოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ფოტოგრაფ კონსტანტინე ზანისის კოლექცია ონლაინსივრცეში გამოაქვეყნა.

ეროვნული არქივის ვებგვერდზე წარმოდგენილი ცნობილი ფოტოგრაფის 140-მდე ფოტო ასახავს 1900-1905 წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებას; მათ შორისაა: მეფუტკრეობა, მევენახეობა, მეაბრეშუმეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა. ამასთან, ონლაინკოლექციაში შედის კონსტანტინე ზანისის მიერ გადაღებული ძველი თბილისის ხედები.

კოლექცია ხელმისაწვდომის ბმულზე:  https://archive.gov.ge/ge/konstantine-zanisis-kolektsia-1