უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს გაიხსნა მე-8 საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი „პოკროვი“, რომლის მთავარ კონკურსში მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის გადაღებული დოკუმენტური ფილმი „მშობლიური ქვეყანა“.
ფესტივალს, რომელიც 10 ოქტომბრამდე გასტანს, ფილმის რეჟისორი გიორგი კაკაბაძე ესწრება.
ფილმი ასახავს საქართველოში უკრაინული ეროვნების წარმომადგენლების ჩამოსვლის ისტორიულ მოვლენებს და ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ორსაუკუნოვან მატიანეს; სამცხე–ჯავახეთში კომპაქტურად დასახლებულ, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და თბილისში მცხოვრები უკრაინელების ცხოვრების ისტორიას. მოგვითხრობს ორი ერის ურთიერთობების პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ ასპექტებზე. ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და აუდიო–ვიზუალური დოკუმენტების გამოყენებით, უკრაინული დიასპორის კულტურულ –საგანმანათლებლო ცენტრ „დნეპრისა“ და მისი პრეზიდენტის ბორის სინიუკის თანადგომით, ასევე, საქართველოში უკრაინის საელჩოს კონსულტაციებით.
საქართველოს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის თანამშრომლობით გადაღებულმა პირველმა ფილმმა „საბჭოთა საქართველო“ შარშან კიევში გამართულ ამავე ფესტივალზე ისტორიული მოვლენების საუკეთესო გაშუქებისათვის დიპლომი მიიღო.