ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ფოტო, რომელიც კახელი ხელოსნების სააღდგომო ლხინს ასახავს.
ფოტო გადაღებულია ვასილ როინაშვილის მიერ თელავში, 1900-იან წლებში.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.