საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს უმასპინძლა.
მომავალმა ჟურნალისტებმა ეროვნულ არქივში დაათვალიერეს საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“, ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში დაცული უძველესი პერიოდული გამოცემები, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დოკუმენტები. სტუდენტები გაეცნენ დოკუმენტების რესტავრაციისა და აუდიო-ვიზუალური დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანის პროცესს.
სტუდენტების ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ეროვნულ არქივს შორის რამდენიმე კვირის წინ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.