ოქტომბერი 548
en

ქართული კინოს რეტროსპექტივას „მონანიება“ დახურავს

საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში 60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა დასასრულს უახლოვდება. 17-18 ივნისს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ (1967) და რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება“ (1975). თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმით „მონანიება“ (1984) რეტროსპექტივა 19 ივნისს, 19:00 საათზე, დაიხურება.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულ კინოჩვენებებზე ციფრულად რესტავრირებული 60-იანი წლების ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრებია წარმოდგენილი.

რეტროსპექტივა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში 27 მაისიდან მიმდინარეობს. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.