დეკემბერი 548
en

კანდიდატთა შერჩევა ადგილობრივი არქივების დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების - ამბროლაურის, ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, ვანის, ზესტაფონის, მარნეულის, სამტრედიის, ჩოხატაურის, წალკისა და ხონის ადგილობრივი არქივის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევა გამოცხადდა. 
შერჩევაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, რომელთაც აქვთ არაუმცირეს ერთი წლის შრომის სტაჟი საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათი სისტემის დაწესებულებებში. 
შერჩევა განხორციელდება გასაუბრების, კომპიუტერზე მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შემოწმების გზით. მონაწილეებს მოეთხოებათ ვაკანსიის შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა. 
შერჩევაში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტები (კანდიდატის განცხადება; ავტობიოგრაფია; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; დიპლომი ან შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვ.) 2010 წლის 20 აპრილამდე უნდა წარადგინონ ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატში (თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, №1; ტელ.: (995 32) 372801; 374925; 373925; 382846; ფაქსი: 372801 E-mail: info@archives.gov.ge).