აპრილი 595
en

კადრი ფილმიდან „მამის მკვლელი“ - კვირის დოკუმენტი

მიმდინარე კვირის დოკუმენტად ეროვნული არქივი გთავაზობთ კადრს  ქართული მხატვრული ფილმიდან „მამის მკვლელი“, რომელიც გადაღებულია 1923 წელს.

გლახო (ზაქარია ბერიშვილი) და ნუნუ (ნატო ვაჩნაძე).

დამდგმელი რეჟისორი: ამო ბეკ-ნაზაროვი; სცენარის ავტორი: ამო ბეკ-ნაზაროვი; დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი; დამდგმელი მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, კ. ტირი.

გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. 

დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში :https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.