იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გორში შიდა ქართლის რეგიონული არქივის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, არქივის საცავები, სამკითხველო დარბაზი და სამუშაო სივრცე დაათვალიერა.
1840 კვ.მ. ფართობის 4-სართულიან შენობაში გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტის 340 ათასამდე დოკუმენტი განთავსდება და 2025 წლიდან შიდა ქართლის რეგიონის ისტორიული მასალა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეინახება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თანამშრომელთა სამუშაო პირობები.