ოქტომბერი 548
en

იუსტიციის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლები დააჯილდოვეს

 

11 ოქტომბერს, იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის ორი თანამშრომელი დააჯილდოვა. 
საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის უფროსმა სპეციალისტმა დალი მჭედლიძემ და საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის სპეციალისტმა მანანა ჭაჭუამ მოქალაქეთა მომსახურების სფეროში წარმატებით მუშაობისათვის მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს. 
იუსტიციის მინისტრმა სულ იუსტიციის სამინისტროს სისტემის 36 თანამშრომელი დააჯილდოვა. 
იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღე 2006 წელს პრეზინდეტის ბრძანებულებით დაწესდა. ეს დღე უკავშირდება 1918 წლის 11 ოქტომბერს მომხდარ მოვლენას, ამ დღეს მიღებული კანონით იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა პირველი სტრუქტურული ერთეული, საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულს ოფიციალურად გამოსცემდა. 
წლეულს სამინისტროს თანამშრომლებმა პროფესიული დღესასწაული კახეთში რთველით აღნიშნეს. ისინი ერთ-ერთ კახელ გლეხს მოსავლის აღებაში დაეხმარნენ.